ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჯამრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისია
28 სექტემბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოში გამართულ ჯამრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიაზე კომისიის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა ,,ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის (CFCI)“ განხორციელების 2022-2025 წლების სტრატეგიისა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე. პროექტის მიხედვით, ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივის განხორციელების 2022-2025 წლების სტრატეგია, იუნისეფის წარმომადგენლების ჩართულობით, 2021 წლის 4 აპრილს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილმა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის UNICEF-ის "ბავშვზე მორგებული ქალაქის ინიციატივაზე მიერთების“ სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. სტრატეგია გულისხმობს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპებისა და მიდგომების ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში დანერგვის ხელშეუწყობას, ბავშვისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას.
კომისიამ განიხილა მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილე პირველ და მეორე ეტაპზე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მინიჭებული 40 000 ქულიანი ოჯახებისათვის საცხოვრებლის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების საკითხი. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მინიჭებული 40 000 (ორმოცი ათასი) სარეიტინგო ქულების მიხედვით შერჩეული აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი იქნება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა შემოსავლების შესახებ არანაკლებ სარგებლობაში გადაცემის დროისათვის უკანასკნელი ერთი წლის პერიოდის შესახებ (რომელითაც დგინდება დაწესებული ქირის ოდენობის გადამხდელუნარიანობა), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 21 თებერვლის №165 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის, აგრეთვე ელექტრონული ბაზის მიხედვით სხვა კრიტერიუმების გადამოწმება, განხილვა და კრების ოქმის საფუძველზე ქულების შენარჩუნება ან/და უარყოფა.
კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს ბათუმის ღამის თავშესაფარში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი. პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება ურეხის დროებითი ღამის თავშესაფრის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები, რისი განხორციელებაც აღნიშნული ექვსი ოჯახის ღამის თავშესაფრიდან გამოყვანის გარეშე შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი მოკვლევისა და შესწავლის შემდგომ, იგეგმება თავშესაფარში დროებით შესახლებული ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1464
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები