ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
28 სექტემბერი 2022
 

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ცხრა საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით განსაკარგი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების 1 კვ/მ-ის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე. კერძოდ, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ქ. ბათუმში, სხვადასხვა ლოკაციაზე სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით განკარგული აქვს სხვადასხვა დანიშნულების საქმიანობის განხორცილების მიზნით (ჯიხურები) მიწის ნაკვეთები. დღეის მდგომარეობით წარმოდგენილია განცხადებები სხვადასხვა ადგილებზე მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, კონკრეტული მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გამოსაყენებლად, აღნიშნულ ტერიტორიებზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრა მოხდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად.
კომისიის წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩა N91-ის მიმდებარედ არსებული 19,0 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით, 10 წლის ვადით, იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი. პროექტის მიხედვით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი განთავსებულია სარგებლობის უფლების მომთხოვნი პირის საკუთრებაში არსებული 84,0 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართის მომიჯნავედ, რომლის სარგებლობისთვისაც, პროექტის მიხედვით, ნაკვეთზე სარგებლობის წლიური საფასური განსაზღვრულია 3 000,0 ლარის ოდენობით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარგებლობის საფასურის სახით.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილე პირველ და მეორე ეტაპზე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მინიჭებული 40 000 ქულიანი ოჯახებისათვის საცხოვრებლის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მინიჭებული 40 000 (ორმოცი ათასი) სარეიტინგო ქულების მიხედვით შერჩეული აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი იქნება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა შემოსავლების შესახებ არანაკლებ სარგებლობაში გადაცემის დროისათვის უკანასკნელი ერთი წლის პერიოდის შესახებ (რომელითაც დგინდება დაწესებული ქირის ოდენობის გადამხდელუნარიანობა), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 21 თებერვლის №165 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის, აგრეთვე ელექტრონული ბაზის მიხედვით სხვა კრიტერიუმების გადამოწმება, განხილვა და კრების ოქმის საფუძველზე ქულების შენარჩუნება ან/და უარყოფა.
კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების საკითხი, ასევე, ბათუმის ღამის თავშესაფარში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი. პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ დაიგეგმა ურეხის დროებითი ღამის თავშესაფრის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები, რისი განხორციელებაც აღნიშნული ექვსი ოჯახის ღამის თავშესაფრიდან გამოყვანის გარეშე შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი მოკვლევისა და შესწავლის შემდგომ, იგეგმება თავშესაფარში დროებით შესახლებული ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება.
კომისიამ განიხილა საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, მდ. ბარცხანასა და მდ. ყოროლისწყალს შორის მდებარე 3445 კვ/მ არასასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხი, ქ. ბათუმის ტერიტორიაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ხელშეწყობის მიზნით, შემდგომში მისი შპს ,,ამბასადორი ბათუმი აილენდ“-ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, 5 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადასაცემად.
სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, შ. ხიმშიაშვილის ქუჩა 47 ა–ს მიმდებარედ არსებული 77 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი, შემდგომში მასზე სატრანსფორმატორო პუნქტის ასაშენებლად სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, საკუთრებაში გადაცემის პირობით.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შავშეთის ქ. N 26–ში პირველ სართულზე მდებარე ორი ფართის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. კერძოდ, საუბარია „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ 2019 წლის 08 ნოემბრის N25 ოქმით განიხილულ და ამავე კომისიის 2019 წლის 08 ნოემბრის N18 რეკომენდაციით გათვალისწინებულ საკითხზე, რომლის შესაბამისადაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, შავშეთის ქ. N26-ში მცხოვრებ ფიზიკურ პირებს კერძო საკუთრებაში გადაეცემათ 39,28 კვ/მ და 47,77 კვ/მ ფართები.
კომისიის წევრთა გადაწყვეტილებით, სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს საკრებულოს წევრები ხვალ, 29 სექტემბრის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1472
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები