2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული 6 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე წარმოდგენილი ორი საკითხი შეეხებოდა მუნიციპალიტეტის ორ ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცალმხრივი მოძრაობის დაწესების თემას. კერძოდ, იგეგმება ანგისის ქუჩისა (აღმაშენებლის ქუჩის წრიულიდან გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩამდე მონაკვეთში) და მარუხის ქუჩის (შავშეთის ქუჩიდან სოხუმის ქუჩის მონაკვეთამდე) ცალკეულ მონაკვეთებზე ავტომობილებისთვის, გარდა სპეციალური დანიშნულების ავტომანქანებისა, ცალმხრივი მოძრაობის დაწესება.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის განახლებული მარშრუტების დამტკიცების საკითხი. კერძოდ, ცვლილება შედის ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსების N6 და N14 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის სქემაში, რომელთა მარშრუტს ემატება ორბელიანის ქუჩის ერთ–ერთი მონაკვეთი.
კომისიამ იმსჯელა მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ფარგლებში პროგრამაში მონაწილე პირველ და მეორე ეტაპზე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მინიჭებული 40 000 ქულიანი ოჯახებისათვის საცხოვრებლის გადაცემის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე უკვე ჩატარებული კვლევების შედეგად მინიჭებული 40 000 (ორმოცი ათასი) სარეიტინგო ქულების მიხედვით შერჩეული აპლიკანტების მიერ წარმოდგენილი იქნება სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია/ცნობა შემოსავლების შესახებ არანაკლებ სარგებლობაში გადაცემის დროისათვის უკანასკნელი ერთი წლის პერიოდის შესახებ (რომელითაც დგინდება დაწესებული ქირის ოდენობის გადამხდელუნარიანობა), ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 21 თებერვლის №165 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდეს წარმოდგენილი დოკუმენტაციის, აგრეთვე ელექტრონული ბაზის მიხედვით სხვა კრიტერიუმების გადამოწმება, განხილვა და კრების ოქმის საფუძველზე ქულების შენარჩუნება ან/და უარყოფა.
კომისიამ განიხილა მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების საკითხი. პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქ. N68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. N05.22.30.004) მდებარე ერთსართულიანი, ბარაკული ტიპის, ამორტიზირებული საცხოვრებელი სახლები ჩანაცვლდება 5–სართულიანი საცხოვრებელი სახლით, არ მოხდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდა. დამტკიცების შემთხვევაში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია კონცეფციას შესათანხმებლად გადააგზავნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, საიდანაც მოსული შესაბამისი დასკვნის შემდეგ განიხილება გეგმა/პროექტი.
კომისისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.