ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საინფორმაციო შეხვედრა
23 სექტემბერი 2022
 

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დღეს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, თემაზე - “ საჯარო-კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში მონიტორინგისა და ცნობიერების ამაღლების გზით".
შეხვედრაზე, საჯარო და კერძო დიალოგის ხარისხის შეფასების მექანიზმებზე USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა, IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა მიხეილ კუკავამ და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნორმატიული აქტების შემუშავებისას საჯარო და კერძო დიალოგის წარმართვის პროცესში არსებულ გამოწვევებს და მოქალაქეთა ჩართულობას.
საინფორმაციო შეხვედრას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1326
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები