2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე და საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის პრევენციის შესახებ გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
შეხვედრა ორგანიზებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საორსას“ მიერ, რომელიც სოციალურ–საგანმანათლებლო პროექტს – ,,აჭარის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა უფლებადამცველების პროფესიული გადამზადება“ – ,,ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს.
საინფორმაციო სესიის მიმდინარეობისას შეხვედრის მონაწილებბმა ისაუბრეს გენდერულ სტერეოტიპებზე, მის ხელშემწყობ ფაქტორებზე, ოჯახში ძალადობაზე, ეკონომიკურ ძალადობასა და მის ფორმებზე.
შეხვედრას „საორსას“ აღმასრულებელი დირექტორი ლია ფუტკარაძე უძღვებოდა.