2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოში „ ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის პროექტში გამარჯვებულ მოსწავლეს, ნიკო ავალიანს პროქტის ავტორთან, პედაგოგებთან და ოჯახის წევრებთან ერთად უმასპინძლეს.
ნიკო ავალიანი ბათუმის სკოლა „ თაობის“ მოსწავლეა და მას სხვადასხვა კონკურსებში არაერთი საპრიზო ადგილი აქვს აღებული.
ნიჭიერ მოსწავლეს საკრებულოს თავმჯდომარემ გამარჯვება მოულოცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა, რამაზ ჯინჭარაძის თქმით:-“ ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის, რომ ბათუმელმა ახალგაზრდამ ცოდნის კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვა. მინდა ვუსურვო წარმატება და კიდევ ბევრი გამარჯვება“.
საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ცხოიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ თენგიზ აფხაზავამ ბათუმელ ახალგაზრდას საქართველოს მასშტაბით გამარჯვება მიულოცეს და პროექტის ავტორს გოჩა ტყეშელაშვილს მადლობა გადაუხადეს პროექტის არსებობისთვის და მომავალი თაობების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.