2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კოპინაძემ, საკრებულოს წევრებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი უძრავი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ საკითხები გააცნო.
წარმოდგენილი საკითხების, მიხედვით დაბა მახინჯაურში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (05.34.22.539 1კვ.მ) მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის დროს გამოყენებული იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა №005129522, 28.07.2022 წ. დასკვნის შესაბამისად 1 კვ.მ მიწის საპრივატიზებო ღირებულება 500,0 ლარი; საიჯარო ქირა 5%- 25,0 ლარი. საბოლოოდ 1 კვ.მ მიწის წლიური საიჯარო ქირა კი 30,0 (ოცდაათი) ლარით განისაზღვრა.
სხდომაზე, ასევე იმსჯელეს კახაბრის დასახლებაში მდებარე №05.32.06.175 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 17932.00 კვმ მიწის ნაკვეთის შეფასებაზე (დასკვნა №003980321, 10.06.2022 წ.) დასკვნის შესაბამისად 1 კვ.მ მიწის საპრივატიზებო ღირებულებაა 107,0 ლარი; სარგებლობის საფასური 5% - 5,35 ლარი. საბოლოოდ 1 კვ.მ მიწის წლიური სარგებლობის საფასური კი განისაზღვრა 6,0422 ლარით. შესაბამისად №05.32.06.175, №05.32.06.176, №05.32.06.179 და №05.32.06.185 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საერთო ჯამის 49 651 კვ.მ მიწის წლიური სარგებლობის საფასური განისაზღვრა 300 000 ლარით.
საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს დაუჭირეს მხარი და მათი მორიგ სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა