2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლისათვის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და ნაშთის ასიგნებებში, ასევე, გადასახდელებში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მიართულებით ცვლილებები შეეხება: მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამას, ასევე, მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურების, ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის, მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების, კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირების, მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის,
მუნიციპალური უფასო სასადილოს, დროებითი ღამის თავშესაფრის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურების პროგრამებს.
საერთო ჯამში, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 10,980,9 ათასი ლარით, ხოლო, ბიუჯეტის გადასახდელები – 38,252.7 ათასი ლარით.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი პროექტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე უძღვებოდა.