2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლისათვის მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების და გასაწევი გადასახდელების ნუსხის დამტკიცება საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, კერძოდ, ცვლილება შედის ბიუჯეტის შემოსულობებსა და ნაშთის ასიგნებებში, ასევე, გადასახდელებში ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით.
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით, პროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის: საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის პროგრამაში, ასევე, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობის, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის, კულტურული ღონისძიებების მართვის, ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების, საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერის, კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურის ობიექტების რეაბილიტაციის და სხვა პროგრამებში.
საერთო ჯამში, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი იზრდება 10,980,9 ათასი ლარით, ხოლო, ბიუჯეტის გადასახდელები – 38,252.7 ათასი ლარით.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს აჭარის ფეხბურთის ფედერაციის კორესპონდენცია, რომლითაც ავტორები ქ. ბათუმში, ინასარიძის და კობალაძის ქუჩების კვეთაში არსებული სკვერისთვის თეიმურაზ (ტუხა) ტუღუშის სახელი მინიჭებას ითხოვენ.
კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს, ხოლო, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის კორესპონდენციის თაობაზე გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ მიიღებენ.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე უძღვებოდა.