2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე დღეს, ჯავახიშვილის ადმინისტრაციის სერვისცენტრის მენეჯერთან ზვიად ცისკარიძესთან ერთად, თავის სამაჟორიტარო უბანში იმყოფებოდა.
მაჟორიტარ დეპუტატს დახმარებისთვის ამჯერად თევრათ გორგილაძის ქუჩის N21 სახლში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებისა და სახლის მომიჯნავედ, მერიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე სკვერის მოწყობის მიზნით მიმართეს.
საკომუნიკაციო სისტემების ადგილზე დაათვალიერების შემდეგ, მაჟორიტარმა დეპუტატმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა ქალაქის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელების გარეშე ვერ მოგვარდება და ამ საკითხს აუცილებლად მერიის სამსახურებთან ერთად განიხილავს.
რაც შეეხება სკვერის მოწყობას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ქალაქში რეკრეაციული ზონების მოწყობა, მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხია და თავდაპირველად შესაბამისი პროექტის შემუშავების საკითხს დააყენებს.