ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
მწვანე უბნები ბათუმს“ - პეტიციის განხილვა
28 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრების მენეჯერებთან პეტიციის - „მწვანე უბნები ბათუმს“ - განხილვის მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.
პეტიციით განსაზღვრულია ქალაქ ბათუმში რეკრეაციული სივრცეების სახელდებისა და შესაბამისი სტატუსის მინიჭების საკითხი, რაც გულისხმობს 93 სივრცისთვის სკვერის სტატუსის მინიჭებას, 7 სივრცისთვის - პარკის სტატუსის მინიჭებას და 6 სივრცისთვის - ხეივნის სტატუსის მინიჭებას.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, პეტიციის მიღების მიზანია, ბათუმის ყველა უბანში არსებობდეს უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის კი აუცილებელია, მოქალაქეთა ჩართულობით, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებების მიღება.
დღეს გამართულ შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე ესწრებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1625
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები