2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით სოლიდარობის მარში გაიმართა.
ამ დღეს მთელი მსოფლიო სოლიდარობას უცხადებს იძულებით გადაადგილებულ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა კონფლიქტის, ძალადობისა და დევნის გამო იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, ახლობლები და უცხო ქვეყანაში დაეწყოთ ცხოვრება.
აჭარაში მცხოვრებ ლტოლვილებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის ვიცე–მერი ლევან დავითაძე, მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს წევრები, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელი კემლინ ფურლი, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მსოფლიოში ლტოლვილთა დღე 2000 წლიდან აღინიშნება, როდესაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო