ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა კომპანიების წარმომადგენლებთან
23 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძე და საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარემ მინდია გოგუაძემ დღეს, ბათუმის ვიცე–მერთან ლევან დავითაძესთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბავარიის მხარის გზებისა და ტრანსპორტის სამინისტროსა და საინჟინრო/სატრანსპორტო მიმართულებით მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
ღონისძიების მონაწილეებმა ისაუბრეს ბათუმში სატრანსპორტო მოძრაობის მართვის მიმართულებაზე, საგზაო მოძრაობის რეგულირებისთვის საჭირო მექანიზმების დანერგვასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ ბათუმის მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლები, დელეგაციის წევრებმა მათი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართეს და სამომავლო თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის კონკრეტული დეტალები განსაზღვრეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1492
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები