2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საკრებულომ მხარი დაუჭირა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს.
აღნიშნული განკარგულების მიზანს წარმოადგენდა შპს ,,აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ფუნქციონირებისათვის სამუშაო სივრცის შექმნაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი მხარდაჭერა და ხელშეწყობა.
როგორც ცნობილია, ,,მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში მდებარე მიწის ნაკვეთზე შპს ,,აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დაკვეთით აშენდა ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს წინა საექსპლუატაციო მოსამზადებელი სამუშაოები.
ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) 2020 წლის დეკემბრიდან დაქირავებულ იქნა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ICT-ი, რომელიც ამზადებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნარჩენების მართვის სტრატეგიას, რომლის ერთ-ერთ ღონისძიებად განიხილება მუნიციპალური ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მშენებლობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებს ერთმანეთისაგან დიდი მანძილი აშორებთ, რის გამოც საჭირო ხდება ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მოწყობა. ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებს მოემსახურება ქობულეთის ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი, შესაბამისად შპს ,,აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ შერჩეული იქნა ხელვაჩაურის სამრეწველო ზონის მიმდებარედ არსებული თავისუფალი ტერიტორია, კერძოდ: ქ. ბათუმში, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული 9557,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 - საერთო ფართი 59.86 კვ.მ და N2- საერთო ფართი 137,97 კვ.მ (საკადასტრო კოდი: 05.35.28.535), სადაც შესაბამისი მოთხოვნების დაცვით აშენდება გადამტვირთი სადგური.
შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობის მიზნით, ქ. ბათუმში, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე 9557,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – N1 - საერთო ფართი 59.86 კვ.მ და N2- საერთო ფართი 137,97 კვ.მ (საკადასტრო კოდი: 05.35.28.535) გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში შემდგომში მისი შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისათვის“ გადაცემის მიზნით.