2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულომ „ბათუმის ცენტრალური პარკის“ ტერიტორიაზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განსაზღვრა.
განკარგულების პროექტის მიხედვით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ,,ბათუმის ცენტრალურ პარკში“ სხვადასხვა ლოკაციაზე სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, სხვადასხვა დანიშნულების საქმიანობის განხორცილების მიზნით (ატრაქციონები, ჯიხური და ა.შ), განკარგული აქვს მიწის ნაკვეთები, რომელთაც ხელშეკრულებების ნაწილს დღეის მდგომარეობით ვადა გაუვიდა. წარმოდგენილია მოთხოვნები ამავე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, საჭირო გახდა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის საწყისი სარგებლობის საფასურის განსაზღვრა. წინა ხელშეკრულებებით განსაზღვრული სარგებლობის საფასურის ანალიზიდან (შედარებიდან) გამომდინარე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ,,ბათუმის ცენტრალური პარკის“ ტერიტორიაზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 200 ლარით განსაზღვრა.