ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს თანხმობა ქალაქ ბათუმის მერს
17 ივნისი 2022
 

საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით.
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2019 წლის 19 სექტემბერს გამოიცა N73 განკარგულება „მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომელიც ძირითადად შეეხება პროგრამით მოსარგებლე ბენიფიციართა შერჩევის და ბინების გადაცემის საკითხებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე განხორციელდა, ქ. ბათუმში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N78ბ-ში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე „გ“ და „დ“ კორპუსებში არსებული (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ბინების შერჩეული ოჯახებისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვის სანაცვლოდ, 15 წლის ვადით გადაცემა. იგივე პროცედურები უნდა განხორციელდეს „ა“ და „ბ“ კორპუსებში არსებულ (რეგისტრირებულ) საცხოვრებელი ბინებთან დაკავშირებით, რაზედაც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, ქალაქ ბათუმის მერს მიეცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი თანხმობა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1385
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები