ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულომ სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის სიმბოლური ფასი დააწესა
17 ივნისი 2022
 

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ახალი ფასი M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებისათვის.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 ივნისის №51–ე შესაბამის დადგენილებაში ცვლილების შეტანა განაპირობა ბაზარზე საპოხი და საწვავი მასალების, სათადარიგო ნაწილების ფასების საგრძნობმა ზრდამ, რამაც მგზავრთა გადამყვან კომპანიებში დასაქმებულ მძღოლებსა და მათ საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიებს მიმდინარე ეტაპზე დაუწესდეთ ნებართვის ფასის გადახდის სიმბოლური თანხა 0.10 ლარის ოდენობით.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1333
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები