2022 წლის 17 ივნისს, 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მისამართი: ქალაქი ბათუმი, რუსთაველის /ნინოშვილის ქ.32/35, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებები შევიდა. ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწიენბული 18 საკითხი განიხილეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში.
რეგლამენტში აღნიშნული ცვლილებების შეტანა საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ გახორციელებულმა ცვლილებები ბათუმის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებულ მუხლებში შესაბამისად აისახა. კერძოდ, ცვლილებები შეეხო როგორც საკრებულოს წევრთა რაოდენობას, ისე ახალარჩეული საკრებულოსა და მისი წევრების უფლებამოსილების დაწყების საკითხს, ასევე, პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობას, ახალარჩეული საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრისა და დამტკიცების პროცედურებს, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების საკითხს, კომისიის თავმჯდომარის კომისიის შემადგენლობიდან არჩევის პროცედურას, მოადგილეთა რაოდენობის საკითხს, ფრაქციების დარეგისტრირებისა და რაოდენობის საკითხს, საკრებულოს პირველი სხდომის წარმართვის პროცედურას, აპარატის მოვალეობებსა და სხვა საკითხებს.
სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა.