ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიის სხდომა
16 ივნისი 2022
 

ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილ ათ საკითხზე იმსჯელეს. განხილვის ერთ–ერთი საკითხი, რომელიც სხდომაზე ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურმა წარმოადგინა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების სქემაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებდა.
კომისიის წევრებმა მოისმინეს მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ანგარიში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
კომისიამ იმსჯელა ქალაქ ბათუმში სახელმწიფოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე.
კომისიამ განიხილა საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, აკაკი შანიძის ქუჩა N3ბ-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომლის მიზანსაც შპს ,,აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ფუნქციონირებისათვის სამუშაო სივრცის შექმნაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისადმი მხარდაჭერა და ხელშეწყობა წარმოადგენს.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმაში შესატან ცვლილებებზე, ასევე, მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით საცხოვრებელი ბინების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე და „ბათუმის ცენტრალური პარკის“ ტერიტორიაზე მდებარე ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური განსაზღვრის შესახებ.
კომისიამ ისჯელა მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №7 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხზე, ასევე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის თაობაზე და საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2008
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები