2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დასაქმების ფორუმი
15 ივნისი 2022
ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნერიმან ცინცაძე დღეს ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში'' გამართულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ფორუმს დაესწრო.
ფორუმში სასტუმრო, სარესტორნო, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო და სხვა სფეროების 20-მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანია მონაწილეობდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების ერთიან სივრცეში მობილიზებასა და დასაქმების, სტაჟირებისა და სუბსიდირების პროგრამების ხელშეწყობას.
ფორუმი სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
მნახველთა რაოდენობა: 1326
ბმულები