ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა სპორტული კლუბების ხელმძღვანელებთან
14 ივნისი 2022
 

საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი თავდგირიძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა სპორტულ კლუბებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებას. საკრებულოს წარმომადგენლებთან კლუბების ხელმძღვანელებმა მიღწეულ შედეგებთან ერთად იმ პრობლემებზეც ისაუბრეს, რომელთა მოგვარებაც პრიოტიტეტულია სპორტის თითოეული სახეობის განვითარებისათვის.
საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სპორტული კლუბების ხელმძღვანელებს გაწეული სამუშაოსთვის და სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის, მუნიციპალიტეტის მხრიდან კი კლუბებს მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა: ,,სპორტსმენებს ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ იმისთვის, რომ ღირსეულად იასპარეზონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურნირებზე. ასევე მნიშვნელოვანია აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოქალაქეთა ჩართულობა, რისთვისაც უფრო მეტი მუშაობაა საჭირო”.
განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ლევან ცხოიძემ, ასევე, მადლობა გადაუხადა შეხვედრის მინაწილეებს და სამომავლო გეგმებსა და პერსპეტივებზე ისაუბრა, მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტბის განსაზღვრისთვის კი ინდივიდუალურ შეხვედრებს დაჰპირდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1609
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები