ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საარჩევნო ადმინისტრაციამ ნატალია ძიძიგურისა და ვაჟა დარჩიას უფლებამოსილება ცნო
07 ივნისი 2022
 

საარჩევნო ადმინისტრაციამ ნატალია ძიძიგურისა და ვაჟა დარჩიას უფლებამოსილება ცნო
საქართველოს საარჩევნო ადმინისტარციის 79–ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულების შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება ცნობილია. კერძოდ:
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საარჩევნო სუბიექტის ,,გახარია – საქართველოსთვის“ პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ნინო ბაციაშვილის ადგილმონაცვლე ამავე საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატი ნატალია ძიძიგური იქნება, ხოლო, საარჩევნო სუბიექტის ,,ლელოს“ პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ირაკლი კუპრაძის ადგილმონაცვლე – ამავე საარჩევნო სუბიექტის პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატი ვაჟა დარჩია.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1659
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები