2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ კომისიების სხდომებზე თვრამეტი საკითხი განიხილეს.
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს ხუთივე კომისიაში. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 254 047,400 ლარს შეადგენს.
პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად, პრიორიტეტების მიხედვით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 105,658,000 ლარი;
ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 21,924,900 ლარი;
განათლება - 27 855,100 ლარი;
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 12 721,600 ლარი;
ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 18 408,600 ლარი;
ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 2,010,000 ლარი;
მუნიციპალური სერვისების განვითარება - 7,906,700 ლარი.
კომისიებზე, ასევე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი. პროექტით ხორციელდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება. ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების მიხედვით;
კომისიებმა იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების და პროფესიული საჯარო მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასევე, განიხილეს ქალაქ ბათუმში, ახალი ბულვარის მიმდებარედ, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის დასაწყისში, წრიულთან არსებულ მწვანე ზოლში, ლეხ კაჩინსკის ძეგლის განთავსების საკითხზე.
განიხილეს „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის N10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის საკითხი.
იმსჯელეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით სარგებლობაში განსაკარგი ქონების (მიწის ნაკვეთი) საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის თაობაზე, შემდგომი განკარგვის მიზნით.
განიხილეს ქალაქ ბათუმის მერისთვის თანხმობის მიცემის საკითხი, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის №19ა-ს მოპირდაპირედ მდებარე 283,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 05.05.10.026; 23.04.2010 წ-დან დაზუსტებული ს/კ: 05.25.10.025) განთავსებულ 345,77 კვ.მ. შენობა-ნაგებობაში არსებული ფართების (სავაჭრო ობიექტების) პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით (იჯარით) სარგებლობაში გადაცემას ყოფილ მოაღნაგეებზე;
იმსჯელეს „სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული და სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის თანახმად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადასაცემად.
კომისების წევრებმა, დღის წესრიგით წარმოდგენილ ყველა საკითხზე მსჯელობის შემდგომ, ბათუმის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე მათი განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
საკრებულოს სხდომა 26 ნოემბერს, 11 საათზე გაიმართება.