ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში
17 ნოემბერი 2021
 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი სამუშაო ვერსიის განხილვა დაიწყო.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ჯამში 252,547,400 ლარს შეადგენს.
საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიაზე აღინიშნა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალ წელსაც კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. წარმოდგენილი პროექტით, მომავალ წელს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ჯამში 107,373,300 ლარი დაიხარჯება. აქედან, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას 38,677,800 ლარი მოხმარდება, სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარებას - 10,750,000 ლარი; საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას - 14,365,400 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია-დემონტაჟს - 36,801.300 ლარი; მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა-პატრონობას - 605.000 ლარი; ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაზე 4,118,500 ლარი დაიხარჯება; ქალაქის კეთილმოწყობაზე - 2,055,300 ლარი.
პროექტის მიხედვით, ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტიდან ქალაქის დასუფთავების, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით 21,422,400 ლარია გამოყოფილი. მათ შორის, ქალაქის დასუფთავების მომსახურების განვითარებას 12,262,400 ლარი მოხმარდება; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას - 9,160,400 ლარი.
მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით 1,635,300 დაიხარჯება, ხოლო ქალაქის ურბანულ განვითარებაზე - 2,260,000 ლარი.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბათუმის საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1995
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები