ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
კომისიების სხდომა
16 ნოემბერი 2021
 

ბათუმის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი. წარმოდგენილი პროექტით, ქ. ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უსასყიდლო აღნაგობის უფლებით, 05 თვის ვადით სარგებლობაში უნდა გადაეცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარკვეული მიწის ნაკვეთები. განკარგულების მიღების მიზანია ქ. ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრების პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში მიღების საკითხში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის ხელშეწყობა.
კომისიამ იმსჯელა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს განაკრგულების პროექტზე, რომლის მიხედვითაც იგეგმება უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების/ფართების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში იქ მცხოვრები ოჯახებისათვის პირდაპირი წესით საკუთრებაში გადასაცემად. პროექტის თანახმად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის 29 ოქტომბრის N5036/02 (N07-1421302348-14) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 24 სექტემბრის N05/3075 კორესპონდენციით დაისვა საკითხი სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხული უძრავი ქონების, იქ მცხოვრები ოჯახებისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის 6 ოქტომბრის N01-01-10/3893 კორესპონდენციით მიმართა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მუნიციპალურ საკუთრებად აღრიცხვისათვის საჭირო აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე, შემდგომში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის მიზნით. შესაბამისად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირდა 08 (რვა) ბინა, რომელიც უნდა გადაეცეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში შემდგოში, იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით.
სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში მდებარე, უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი. წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ითვალისწინებს ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის თანახმად, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა მახინჯაურში მდებარე უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინების/ფართების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემას, შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადასაცემად.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ბათუმის N31 საფოსტო განყოფილების მიმდებარედ არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტზე. განკარგულების პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ქ. ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ბათუმის N31 საფოსტო განყოფილების მიმდებარედ არსებული 5111,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობის (საერთო ფართით: 1468,90; საკადასტრო კოდი: N05.30.24.001) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა, ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე, ბათუმის N31 საფოსტო განყოფილების მიმდებარედ არსებული ა(ა)იპ ,,ქ. ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის“ ადმინისტრაციული შენობისა და სასტუმროს, ასევე ღია და დახურული კორტების სარეაბილიტაციო პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.
კომისიამ განიხილა ორი ერთი და იმავე შინაარსის განკარგულების პროექტი „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ხინიკაძის ქუჩა N4-ში მდებარე, უძრავი ქონებების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“. ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ რეკომენდაციის თანახმად, იგეგმება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, ხინიკაძის ქუჩა N4-ში მდებარე, უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების/ფართების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის საკუთრებაში გადაცემა, შემდგომში იქ მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადასაცემის მიზნით.
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს.
კომისიამ იმსჯელა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეულ ტერიტორიებზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საკრებულოს 2021 წლის 16 სექტემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ცვლილება ხორციელდება შპს „გონიო 2020’’-ის (ს/N445569698) განცხადების საფუძველზე. საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბათუმის მუნიციპალიტეტში, სადაც მოცემული ტერიტორიისთვის ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუქის შესაბამისად, საპროექტო ტერიტორია მიეკუთვნება საკურორტო ზონას და წარმოადგენს შერეული ზონის (შზ-4) ქვეზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და წარმოადგენს ნაშენ ტერიტორიას. საპროექტო გადაწყვეტით, დაგეგმილია ტერიტორიის ძირითადი ნაწილის დატვირთვა საცხოვრებელი შზ-4 ზონით და სატრანსპორტო ტერიტორიებით. არსებული მიწის ნაკვეთების ( ს. კ. 05.36.24.827, 05.36.24.828, 05.36.24.608 და 05.36.24.805 ) განვითარების მიზანია დაბალი ინტენსივობის სასტუმრო ფუნქციის მქონე ელიტარული ვილების მშენებლობა. ქალაქმშენებლობითი პარამეტრების ცვლილება არსებითად არ აისახება დადგენილი ზონის მოთხოვნებზე. საპროექტო დავალების შესაბამისად, ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლილების სანაცვლოდ, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 41-ე მუხლის მე-5 ქვეპუნქტი, გეგმარებითი ერთეულის მიმდებარედ განსაზღვრულია 4825,0 კვ.მ ფართის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ასევე განსაზღვრულია ა.ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მითითებულ ადგილას საკუთარი ხარჯებით 25 ადგილიანი ღია ავტოსადგომის მოწყობა არა უმეტეს 500 კვ.მ ტერიტორიაზე.
ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე განიხილეს „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2019 წლის 05 მარტის N21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის საკითხი. საპროექტო ტერიტორია, რომელიც წარმოადგენს განმცხადებლის შპს ,,ალიანს სიტის“ საკუთრებას, მდებარეობს ქ. ბათუმში, შ. რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე (ს/კ 05,23,04,021) და მისი ფართი შეადგენს 18815,0 კვ.მ-ს.
შეთანხმებული პროექტის მიხედვით, არნიშნულ ტერიტორიაზე დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა, რითაც განსაზღვრულია მშენებლობის პარამეტრები. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს აღნიშნული პარამეტრების ცვლილებას.
კომისიამ ასევე განიხილა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიებისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აპრილის N39 დადგენილებაშიცვლილების შეტანის საკითხი. აღნიშნული ცვლილებით დაინტერესებული პირია განმცხადებელი - შპს ,,მწვანე კონცხი-ბოტანიკო’’. დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანა, რომლის მიხედვითაც იცვლება საპროექტო შენობის ფუნქციური დანიშნულება.
წარმოდგენილი საკითხები განიხილა საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიამაც, რომელმაც აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია.
საკრებულოს სხდომა ხვალ, 11 საათზე, უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში გაიმართება

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1972
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები