2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს გამართულ საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა ექვსი საკითხი განიხილეს.
კომისიამ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხზე იმსჯელა. წარმოდგენილი პროექტით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უნდა მიეცეს თანხმობა შპს „ალიანსი ფრივილიჯი“-ს (ს/კ 412718466) დაუბრუნოს ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის ქ. №42-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 05.23.02.025) მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობისათვის „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 ივლისის №27 დადგენილების საფუძველზე მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების გამო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, იმ შემთხვევაში, თუ შპს „ალიანსი ფრივილიჯი“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას მოახდენს უძრავი ქონებით (მათ შორის ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებიდან), რომლის ღირებულება იქნება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის დადგენილი მოსაკრებლის ოდენობაზე მეტი.
სხდომაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით განსაკარგი ქონების საწყისი წლიური სარგებლობის საფასურის განსაზღვრის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებაში ცვლილება განიხილეს, ასევე იმსჯელეს, ფიზიკური პირის რამაზ მორთულაძის განცხადების თაობაზე, რომელიც ითხოვს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი №300ა-ს მიმდებარედ არსებული 74.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.32.22.011) 5 წლის ვადით იჯარით სარგებლობაში გადაცემას, ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის და სწრაფი კვების ობიექტის მოწყობის მიზნით.
წარმოდგენილი პროექტით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი №300ა-ს მიმდებარედ არსებული 74.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №05.32.22.011) იჯარით სარგებლობაში გადაცემა.
კომისიის თავმჯდომარემ კოლეგებს, ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მოსაწყობად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში მდებარე 50,0 კვმ (ს.კ. 05.34.30.006) და 48,0 კვმ (ს.კ. 05.34.30.008) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხიდის საყრდენების განთავსების თაობაზე შპს „მზიური რეზორტ“-სათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხიც წარუდგინა, რომლის მიხედვით
შპს „მზიური რეზორტ“-ს უნდა მიეცეს თანხმობა ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი ხიდის მოსაწყობად ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში მდებარე 50,0 კვმ (ს.კ. 05.34.30.006) და 48,0 კვმ (ს.კ. 05.34.30.008) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ხიდის საყრდენების განთავსებაზე, შემდეგი პირობებით: გადასასვლელი ხიდი იქნება სრულიად ადაპტირებული შშმ პირთათვის; ხიდით შეუფერხებლად სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ პირს; შპს „მზიური რეზორტ“-ი №05.34.30.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოაწყობს თანამედროვე დიზაინის მგზავრთა მოსაცდელს; №05.34.22.328 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 2316,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებული პროექტით მოაწყობს საერთო სარგებლობის სკვერს. გადასასვლელი ხიდის და სკვერის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვით და დაასრულებს არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა.
სხდომაზე, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2021 წლის 25 აგვისტოს N4668/02 (N14- 1421233133-14) წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეთხოვა განახორციელოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული, უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციისათვის საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება შემდგომში, იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით განკარგვა. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითხოვს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს 2021 წლის23 ივლისის N1/1-3553 ბრძანებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემას.
დღესვე, კომისიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კიდევ ერთი წერილი განიხილა, რომელიც ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დაბა მახინჯაურში მდებარე, უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემას ეხებოდა.
წერილში აღნიშნულია, რომ,,სახელმწიფოს/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეთხოვა განახორციელოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული, უძრავი ქონების (ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად რეგისტრაციისათვის საჭირო, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება შემდგომში, იქ მცხოვრები მოქალაქეებისათვის საკუთრების უფლებით გადაცემის მიზნით.
ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების პირდაპირი წესით განკარგვა. შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითხოვს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“-ს 2021 წლის 2 აგვისტოს N1/1-3758 ბრძანებით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ბინების) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემას.
წარმოდგენილი საკითხებს კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მათი განხილვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.