2025 წლის 19 ივნისს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
პრეზენტაცია
01 ივლისი 2021
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე და თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე დღეს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - წიგნის „არჩევნების ისტორია აჭარაში“ და ჟურნალის „არჩევნები და დემოკრატია“ - პრეზენტაციას დაესწრნენ. ღონისძიებაზე წიგნის ავტორმა, ირაკლი ირემაძემ აჭარაში გამართულ პირველ და მომდევნო წლებში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. პრეზენტაციას, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მნახველთა რაოდენობა: 2703
ბმულები