2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში საფინანსო და ეკონომიკური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიების სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბათუმის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. საკითხის მომხსენებლის, ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტით ხორციელდება 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამების მიხედვით.
პროექტი ითვალისწინებს მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას და ოპტიმალურ გადანაწილებას სხვადასხვა სფეროებზე. წარმოდგენილი კორექტირებული დოკუმენტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის გადასახდელები ბიუჯეტის შემოსულობებისა და ნაშთის ცვლილების ზრდის გათვალისწინებით იზრდება 46, 807, 3 ათასი ლარით.
პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად, ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსება იზრდება 36, 412, 7 ათასი ლარით, რაც მოიცავს: საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას; სატრანსპორტო სისტემისა და სერვისის განვითარებას; საბაზისო კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარებას; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერას, ბინათმშენებლობასა და ავარიული შენობების რეაბილიტაციას, დემონტაჟს; მუნიციპალური სასაფლაოების მოწყობასა და მოვლა პატრონობას; ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვას; ქალაქის კეთილმოწყობას.
განათლების მიმართულებით დაფინანსება იზრდება 1,949,0 ათასი ლარით, რაც სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას, ზოგადი განათლების ხელშეწყობას მოხმარდება.
კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის მიმართულებით დაფინანსება იზრდება 3,630,3 ათასი ლარით. გამოყოფილი ასიგნებები მოხმარდება სპორტის განვითარების ხელშეწყობას, მუნიციპალური სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოვლა პატრონობას, კულტურული ღონისძიებების და ფესტივალების, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას, ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობას.
ანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსება იზრდება 628,2 ათასი ლარით.
მუნიციპალური სერვისების განვითარების მიმართულებით - 177,6 ათასი ლარით.
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის გაზრდასა და შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებას.
მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხს ბათუმის საკრებულო ხვალ, 25 ივნისს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.