ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
18 ივნისი 2021
 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე დღეს ონლაინ ფორმატში ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს (CEMR) პოლიტიკის კომიტეტის სხდომას დაესწრო.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა 2021 წლის გეგმის შესრულების შესახებ მოხსენება წარადგინეს, ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა თემებსა და საკითხებზე. მათ შორის, ადილობრივ დონეზე ევროპის მომავლის და მისი როლის შესახებ, კულტურულ-ეკონომიკურ აქტივობებთან დაკავშირებით კოვიდ-19-ის გავლენაზე და ევროპის მაგალითზე ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობაზე.
შეხვედრის მონაწილეებმა, სხდომის მეორე ნაწილში მოიწონეს 2020 წლის ანგარიშგება საფინანსო მენეჯმენტის შესახე. დღესვე განაახლეს კომიტეტის და ფინანსური მენეჯმენტის შემადგენლობა და დაგეგემეს 2021-2022 წლების კალენდარული აქტივობა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1972
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები