2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ,,გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში შექმნილი - გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმების შემუშავების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გამართა.
ონლაინ პრეზენტაციას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ესწრებოდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები, მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები, ადგილობრივი და საერთაშირისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გამომსვლელებმა მუნიციპალიტეტების პოლიტიკის დაგეგმვისას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრირების პროცესში ათეა-ს აქტიურ ჩართულობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნული სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც მათივე განცხადებით, თვითმმართველ ერთეულებს დაეხმარება, ეროვნულ და საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმები, რაც ასევე, ადგილზე არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხებს.
შეხვედრას საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი საქართველოდან - ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა. როგორც ნათია ღვინაშვილმა განმარტა, დოკუმენტი, საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებულ ჩარჩოებსა და პრინციპებზე დაყრდნობით შეიქმნა.