ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შეხვედრა ონლაინ ფორმატში
24 მაისი 2021
 

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნატალია ზოიძე დღეს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ბათუმის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლებს ონლაინ ფორმატში შეხვდა.
ნატალია ზოიძემ შეხვედრის მონაწილეებს მისი კომპეტენციის ფარგლებში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა და დეტალურად გააცნო ის პროგრამები და ინიციატივები რასაც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე, ისაუბრა მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის, მათი ყოფითი პრობლემების მოგვარებისა და კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ონლაინ შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი, მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი და გატარებული ღონისძიების შესახებ მოსახლოების ინფორმირება და ახალი რეკომენდაციებისა თუ ინიციატივების საზოგადოებისთვის გაზიარება იყო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1811
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები