ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
გასვლითი სხდომა
22 მაისი 2021
 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარჯანისში გამართულ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართელობის კომიტეტის გასვლით სხდომას დაესწრო

გასვლით სხდომაზე ვრცელი მოხსენებით წარდგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც პარლამენტის კომიტეტის წევრებს დეტალურად გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული, ტურიზმისა და კურორტების განვითარების პროექტები და აჭარის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებები.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა კომიტეტის წევრებს, აჭარის მთავრობისა და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული კანონების იმპლემენტაციის პროცესში შესაძლო ხარვეზების, პრობლემებისა და მათი აღმოფხვრის საჭიროებების თაობაზე ინფორმაცია, თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისაგან მიიღეს.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კომიტეტის სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ და აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ციბაძემ, აჭარის ა/რ მაჟორიტარმა დეპუტატებმა საქართველოს პარლამენტში - რესან კონცელიძემ და ზაალ მიქელაძემ, აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ, სს „აჭარის წყლის“ ალიანსის დირექტორმა თეიმურაზ ბედინაძემ, სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში - ნუგზარ ძნელაძემ.
სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1836
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები