ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
07 მარტი 2021
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა.
ჟიული შარტავა იყო პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავამ ქალაქი არ დატოვა, რის შემდეგაც აფხაზმა სეპარატისტებმა იგი ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს. ომის დასრულების შემდეგ მისი ცხედარი ქართველ მხარეს გადმოეცა. ჟიული შარტავა დაკრძალულია სენაკში. იმავე პერიოდში მას მიენიჭა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი, 2004 წელს კი - საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2152
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები