2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საითხთა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილა.
კომისიის წევრებმა განიხილეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. წარმოდგენილი პროექტით იგეგმება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და ნაშთის ცვლილება, ასევე, გადასახდელების ცვლილება ცალკეული პროგრამების და ქვეპროგრამების მიხედვით.
ბიუჯეტის ცვლილებებთან ერთად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ქალაქ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. N42-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე ნესტორ ხვინგიას მემორიალური დაფის განთავსების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა, ხოლო მესამე საკითხი, რომლის მიღების მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის 2019-2021 წლების განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტში ცვლილებების შეტანა, კომისიის გადაწყვეტილებით გონივრული ვადით გადაიდო.
სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა.