ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
განათლების კომისიის სხდომა
17 თებერვალი 2021
 

ბათუმის მინიციპალიტეტის საკრებულოში დღეს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიიის სხდომა გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ კომისიის წევრებს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი წარუდგინა.
სხდომაზე განიხილეს ქ. ბათუმში (თამარის დასახლება) ი. გრიშაშვილის ქუჩიდან ც. დადიანის ქუჩამდე არსებული გზის მონაკვეთის ქუჩად ჩამოყალიბებისა და მისთვის „კონსტიტუციის ქუჩის“ სახელის მინიჭების თაობაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი. კომისიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, აღნიშნული საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნოს გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას, ხოლო საკრებულო მას სამთავრობო კომისიიდან მიღებული დადებითი დასკვნის შემთხვევაში განიხილავს.
კომისიის წევრებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს მწერალთა კავშირის კორესპონდენცია ქ. ბათუმში აკაკი შონიას საცხოვრებელ სახლსა და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების კორესპონდენცია ქ. ბათუმში მ. აბაშიძის ქ. N46-ში მდებარე არასაცხოვრებელ შენობაზე რამაზ (ანდრია) სურმანიძის მემორიალური დაფების განთავსების თაობაზე და მათი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს. კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი პატარიძემ რამაზ (ანდრია) სურმანიძის მემორიალური დაფის განთავსების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა, პიროვნების განსაკუთრებული ღვაწლის შემთხვევაში, უშვებს გამონაკლისს, ახალგარდაცვლილი ადამიანის მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ განუზომელია, რამაზ (ანდრია) სურმანიძის ღვაწლი რეგიონის და ქალაქის წინაშე, კომისიამ საკითხზე, გამონაკლისის სახით, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1834
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები