2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცეს. ცვლილებების მიხედვით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, შემცირდა გადასახადებიდან და მოსაკრებლებიდან მისაღები შემოსავლები. შესაბამისად, ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, კორექტივები შევიდა ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. დადგენილების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები - 4,790,470 ლარით შემცირდა, ხოლო გადასახდელები - 4,790,470 ლარით.
საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, დ.თავდადებულის ქ. №61-ში მდებარე უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხს. განკარგულების მიხედვით, დ. თავდადებულის ქ. #61-ში მდებარე 2755,0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (საკადასტრო კოდი: 05.28.05.007) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა ახალი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, კერძოდ, შემდგომში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის მიზნით.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ბინები, განკარგულებით განსაზღვრული პირობებით, გადაეცემათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (რეგისტრირებულ) ოჯახებს და იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსი წევრებიდან (დედა ან/და მამა) ერთ-ერთი რეგისტრირებულია ქ. ბათუმში და რომლებსაც ჰყავთ 7 (შვიდი) და მეტი შვილი.
საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ბინების საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის საკითხს. განკარგულების მიხედვით, ოთხ მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა.
რიგგარეშე სხდომას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე უძღვებოდა. სხდომას ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, თვითმმართველობის, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.