2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე და ბიუჯეტის ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებლების გათვალისწინებით, ცვლილება ხორციელდება მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებში. განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის მიმართულებით, ცვლილებები შეეხება ა(ა)იპ - ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების, საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის, ა(ა)იპ - ბათუმის სპორტული ცენტრის, სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერის, სასპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის, ღირსშესანიშნავ დღეებთან დაკავშირებული კულტურული ღონისძიებების, ა(ა)იპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქ. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის დაფინანსებას.
ცვლილებების შედეგად, საერთო ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები - 4,790,470 ლარით მცირდება, ხოლო გადასახდელები - 4,790,470 ლარით.
კომისიამ მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნია. კომისიის სხდომას განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარიძე უძღვებოდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, ხვალ, 23 დეკემბერს, 11 საათზე გაიმართება.