2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
დღეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა, მუნიციპალური პროგრამის „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 სექტემბრის N73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია განისაზღვროს კონკრეტულად სულადობის მიხედვით ბინების განაწილების კრიტერიუმი და შერჩეული ოჯახებისათვის ბინების გადაცემის წესი.
სხდომაზე, ასევე განიხილეს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის კონკრეტული უფლებრივი ზონირების რუკის (განაშენიანების რეგულირების გეგმის ზონირების ნაწილი) დამტკიცების შესახებ განკარგულება და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე, თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2009 წლის 27 თებერვლის №4-1 დადგენილებაში ცვლილება.
რიგგარეშე სხდომაზე, წარმოდგენილი საკითხების განხილვა კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომელიც 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.