ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომა
26 ნოემბერი 2020
 

2020 წლის 27 ნოემბერს საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხის განხილვა იგეგმება.

დღეს გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და მათი განხილვა რიგგარეშე სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
კომისიის წევრებმა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ „ბათუმის ბულვარი“-სათვის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულებას, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს და მიწის ნაკვეთის მონაცვლეობასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ საკითხების განხილვას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
დღესვე სხდომაზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ განკარგულების პროექტზე და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და ამ ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტზე იმსჯელეს.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1961
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები