ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
18 ნოემბერი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დღეს გამართულ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა დადგენილების პროექტის კანონთან შესაბამისობაზე იმსჯელეს და პროექტის განხილვა მიზანშეწონილად მიიჩნიეს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 15 ნოემბერს შემოვიდა. პროექტი საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების სხდომებზე განიხილება და კომისიების მიერ შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, არა უგვიანეს 25 ნოემბრისა უკან დაუბრუნება ბათუმის მერს. ბათუმის მერი ვალდებულია ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინოს არა
უგვიანეს 10 დეკემბრისა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2423
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები