2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დარგობრივ კომისიებში განიხილეს
ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფო მიქელაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, ცვლილებები ხორციელდება როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგამების, ასევე სანიტარული ზედამხედველობისა და ეპიდსიტუაციის მართვის მიმართულებით.
განათლების, კულლტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი პატარიძე უძღვებოდა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა მერაბ ქიძინიძემ აღნიშნა, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე კი დაფინანსება შემცირდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა იურიდიულ და სპროცედურო საკითხთა კომისიამაც და მათი განხილვა ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია.