2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების და ინფრასრუქტურის განვითარების კომისიებმა გაერთიანებული სხდომა გამართეს. კომისიების წევრებმა სხდომაზე ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
დადგენილების პროექტის მიხედვით, მცირდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 26,625,570 ლარით.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით შეიზღუდა რიგი ეკონომიკური საქმიანობები, რომელმაც, თავის მხრივ, შეანელა ეკონომიკური პროცესები, რომლის შესაბამისადაც შემცირდა გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები. აღნიშნული შედეგი უკვე აისახა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებზე, ხოლო პანდემიით გამოწვეული დაბალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად იკლებს მომავალ პერიოდში მისაღები შემოსავლები.
გამომდინარე იქედან, რომ მუნიციპალიტეტმა შეძლოს საკუთარი უფლებამოსილების შეუფერხებლად გახოციელება, საჭირო გახდა შესაბამისი ფინანსური რესურსის მობილიზება ან დაზოგვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტმა მიმართა საქართველოს მთავრობას მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების (ძირითადი და საპროცენტო თანხები) მომსახურების ვადის (2020 წელს არსებული გადასახდელების მომდევნო 2 წელზე გადანაწილება) ცვლილების თაობაზე, საურავების დარიცხვის გარეშე, რაზედაც მიიღო თანხმობა (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 14 ივლისის N1226 განკარგულება). ასევე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გარდამავალი პროექტების და გადაუდებლად საჭირო ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან დამატებით მუნიციპალიტეტს გამოეყო 10 300 000 (ათი მილიონ სამასი ათასი) ლარი.
ასევე, მიმდინარე სახის გადაუდებელი ღონისძიებების, ცალკეული ვალდებულებების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შემცირებულ/გაუქმებულ იქნა რიგი პროგრამები და ქვეპროგრამები. შესაბამისად, ცვლილებები შეეხო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებს და გადასახდელების ცალკეულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს.