ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
11 აგვისტო 2020
 

ც ნ ო ბ ა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 13 აგვისტოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრის შესახებ

 


ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი) მიმდინარეობს 2020 წლის 13 აგვისტოს დღის 11:00 საათზე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის განსაზღვრა შემდეგ საკითხზე:

 


საკითხი 1. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 დეკემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე)


საკითხი 2. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „ქალაქ ბათუმის სახალხო აკადემია“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 3. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 4. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)


საკითხი 5. „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკისათვის“ უზუფრუქტის უფლებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი.
(მომხს: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძე)

 


დღის წესრიგის წარმოებას ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. დაინტერესებულ პირებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ დღის წესრიგის თაობაზე ცნობის გამოქვეყნებიდან 2020 წლის 12 აგვისტოს დღის 13:00 საათამდე საკრებულოს აპარატში (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული).
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის თარიღად განისაზღვროს 2020 წლის 13 აგვისტო.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2247
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები