ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
შპს „ბათუმის წყლის“ ორწლიანი მუშაობის ანგარიში
10 აგვისტო 2020
 

შპს „ბათუმის წყალმა“ დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. „ბათუმის წყლის“ გენერალურმა დირექტორმა მარიკა გვიანიძემ ანგარიშის წარდგენისას იმ პროქტებსა და მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, რომლის გახორციელებაც ორგანიზაციამ ორი წლის განმავლობაში, 2019 წლიდან დღემდე შეძლო. მარიკა გვიანიძემ საზოგადოებას გააცნო წყალმომარაგების და წყალარინების სფეროში მიღწეულ შედეგები, კერძოდ: გამრიცხველიანებული აბონენტების, მოწყობილი ახალი ქსელის, ახალ სისტემებზე მოსახლეობის ინდივიდუალური გადართვისა და ტბებზე გაწეული სამუშაოების შესახებ.

გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებას „ბათუმის წყლის“ ახალი ვებ-გვერდი და სამომავლო პროექტებიც წარუდგინა.
ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, მერის მოვალეობის შემსრულებელი და მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლები

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1995
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები