ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა
20 მაისი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნების 5 %-ის ფარგლებში ცვლილებების განხორციელებაზე იმსჯელეს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქალაქ ბათუმის მერი უფლებამოსილია ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების ღონისძიებებში ცვლილებები (მათ შორის ახალი ღონისძიების დამატება) განახორციელოს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიასთან შეთანხმებით.
კომისიის წევრებმა განიხილეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შესული ა(ა)იპ - საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიმდინარე წლის 13 მაისის №90/778 წერილი, რომლითაც ითხოვენ 2020 წლის დამტკიცებულ ქვეპროგრამაში (02 01 04 - გზების, ქუჩებისა და ტროტუარების მიმდინარე მოვლა პატრონობა) ცვლილებების შეტანას. ცვლილება გულისხმობს, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოსა“ და საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების (გრანტის) შესაბამისად, ბათუმის სამ ცენტრალურ ქუჩაზე (ჭავჭავაძე-ბარათაშვილი-გორგილაძე) ავტობუსების სავალი ხაზის მოწყობას - 750 506 ლარის ოდენობით. ასევე, ამავე ქვეპროგრამაში (საბიუჯეტო რესურსი) იგეგმება არსებული ღონისძიების - „სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერის შესყიდვა“ ჩანაცვლება ახალი ღონისძიებით - „ერთკომპონენტიანი აკრილის საღებავის დემარკირების (წაშლა) სამუშაოები“ - ღირებულებით 95 000 ლარი.
კომისიის სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის (06 01) ცვლილების საკითხზე, რაც გულისხმობს დამტკიცებულ ქვეპროგრამაში (06 01 09 - მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება) ღონისძიებებს შორის თანხების გადანაწილებასა და ბენეფიციართა რაოდენობის ცვლილებებს. კერძოდ: „ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირთა დახმარების“ ღონისძიებაში ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდოს ერთი ერთეულით (შესაბამისად თანხაც 30 000 ლარით გაიზრდება, ხოლო ღონისძიების ბიუჯეტი იქნება 240 000 ლარი), მეორე ღონისძიებაში „ძვლის ტვინის გადანერგვის საჭიროების მქონე პირთა დახმარება“ - ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა ერთი ერთეულით (თანხა შემცირდა - 20 000 ლარით, ღონისძიების ბიუჯეტმა შეადგინა - 60 000 ლარი), მესამე ღონისძიებაში - „ბენეფიციართა გეგმიური ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება“ ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა 20 ერთეულით, რამაც გამოიწვია თანხის შემცირირება 10 000 ლარით, ხოლო ღონისძიების ბიუჯეტი განისაზღვრა - 340 000 ლარით. აღნიშნული ცვლილების განხორციელება იგეგმება ქვეპროგრამის საერთო ბიუჯეტის (640 000 ლარი) შეუცვლელად.
სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილებებით ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ „საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების“ პროგრამაში (პროგრამული კოდი 02 01) მიმდინარე ცვლილება პროგრამის წლიური საერთო ასიგნების 2,2%-ს შეადგენს, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის (პროგრამული კოდი 06 01) მიმდინარე ცვლილება, გასული ცვლილებების ჩათვლით, 0,9 პროვენტია.
კომისიის წევრებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამის მთლიანი ასიგნების 5 %-ის ფარგლებში ცვლილებების განხორციელება მიზანშეწონილად მიიჩნიეს.
სხდომას საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნაკაიძე უძღვებოდა.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2056
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები