2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არ შედგა.
რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს წევრებს ფრაქციის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის საფუძველზე საგანგებო ბიუჯეტის წარმოდგენასა და სხვა რიგი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელათ, თუმცა საკრებულოს სხდომათა დარბაზში სხდომაზე დასასწრებად მხოლოდ საკითხის ინიციატორი ფრაქციის სამი წევრი გამოცხადდა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მირდატ ქამადაძემ უმრავლესობის წევრების ქმედება უპასუხისმგებლობად შეაფასა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრების შეფასებით კი, ოპოზიციის მიერ ინიცირებული საკითხი იურიდიულად არ იყო სრულყოფილი და რეგლამენტის დარღვევით იქნა წარდგენილი.
ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე მიმდინარე წლის პირველ მაისს მიმართა. 6 მაისს საკრებულოს თავმჯდომარემ ფრაქციის მოთხოვნა, რეგლამენტის დარღვევის მოტივით, არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისარგებლა მსგავს შემთხვევებში თვითმმართველობის კოდექსისა და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული დათქმებით და რიგგარეშე სხდომის გამართვის უზრუნველყოფის მიზნით საკრებულოს აპარატს მიმართა.
საკრებულოს აპარატმა რეგლამენტის დაცვით მოახდინა რიგგარეშე სხდომის გამართვისთვის საჭირო ტექნიკური და ინფორმაციული უზრუნველყოფა, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო რიგგარეშე სხდომა არ შედგა.