ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
#დარჩი სახლში #ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის!
13 აპრილი 2020
 

ადლია-აეროპორტისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბათუმის საკრებულოში მიხეილ ართმელაძემ სამაჟორიტარო უბანში მცხოვრებ 20 ოჯახს სასურსათო პროდუქტები საკუთარი სახსრებით შეუძინა. როგორც მიხეილ ართმელაძემ განაცხადა, დღეს, პანდემიის შედეგად შექმნილი მძიმე მდგომარეობის დროს, შეჭირვებულ ოჯახებს განსაკუთრებულად სჭირდებათ თანადგომა.
დეპუტატს დასახმარებელ ოჯახთა სია ადმინისტრაციული ერთეულების გამგებლებმა სულიკო გოგოლიშვილმა და გია თევთიძემ მიაწოდეს და ასევე მათ უზრუნველყვეს სასურსათო კალათების დარიგებაც.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2159
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები