2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე დამატებითი შეზღუდვები წესდება.
კერძოდ, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იკრძალება. მათ შორის, მუშაობას აჩერებს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტიც.
გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით.
გასათვალისწინებელია, რომ მსუბუქი ავტომობილით მგზავრობისას ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოების მხრიდან გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.