ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
 
ანონსი
 
 
საკრებულოს სხდომა
25 თებერვალი 2020
 

ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოც საკითხზე იმსჯელეს.

საკითხების განხილვამდე, საკრებულოს წევრებმა და სხდომაზე დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნას.
სხდომაზე საკითხების განხილვა ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებით დაიწყო, რომლის მიხედვითაც სოციალური მომსახურებების გაძლიერების მიზნით ცვლილებები იგეგმება მიმდინარე პროგრამებში. კერძოდ: მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარება ორმაგდება და ყოველთვიური თანხის ოდენობა 60 ლარიდან 120 ლარამდე იზრდება. ასევე იზრდება 70000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე 3- და 4-შვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება - 3-შვილიანი ოჯახები ყოველთვიურად 80 ლარის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ, 4-შვილიანი ოჯახები კი - 120 ლარს, ნაცვლად 100 ლარისა. ცვლილების თანახმად, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებით ისარგებლებენ მანდატურები. მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდება ახალშემუშავებული საპილოტე პროგრამა ,,უპატრონო შინაური ბინადარი ცხოველების საპატრონაჟო ღონისძიებები“, რომელიც თავშესაფარში მყოფი 100 დაბირკული ძაღლის მოვლა-პატრონობის მიზნით ოჯახებისთვის გადაცემას გულისხმობს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 60 ათას ლარს შეადგენს. ოჯახები, რომლებიც, აღნიშნული საპილოტე პროგრამის ფარგლებში, თავშესაფრის ტერიტორიიდან უპატრონო ძაღლებს შეიფარებენ და მათ შესაბამის მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფენ, მერიისგან ყოველთვიურად 60 ლარს მიიღებენ.
ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნითაც, იზრდება მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა.
საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს ქალაქის საზოგადოებრივი სივრცისა და სანიაღვრე სისტემის გამოყენებისთვის საზღაურის ოდენობის დადგენის საკითხს, სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის საფასურის გაზრდის თაობაზე წარმოდგენილ დადგენილების პროექტს, პარკირების საერთო ადგილებით სარგებლობის საფასურის გაზრდისა და გარევაჭრობასთან დაკავშირებული ტარიფების განსაზღვრის საკითხებს.
დღესვე საკრებულომ დაამტკიცა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების გეგმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების ახალი წესი, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ახალი ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა.
საკრებულომ თანხმობა მისცა ქალაქ ბათუმის მერს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ასევე, ქ. ბათუმში, გორგილაძის ქ.N91-ის მიმდებარედ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით.
საკრებულოს სხდომას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში, თვითმმართველობისა და საზოგადობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2325
 
 
 
 
ვიდეო
 

 

 

ამინდი
 
ბმულები