2024 წლის 25 ნოემბერს დღის 11:00 საათზე, გაიმართება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა (მის: ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობა, მეორე სართული, ლუკა ასათიანის სახელობის სხდომათა დარბაზი)
ბათუმის საკრებულოში დღეს გამართულ ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა ბათუმის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საქალაქო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, იზრდება განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა. მათ შორის: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის გაძლიერება; სკვერების მოწყობა თამარის დასახლებაში, ბაქოს ქ. #74-ის მიმდებარედ და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში; გონიო-კვარიათის ზღვისპირა ზოლის კეთილმოწყობა (შესაბამისი ინფრასტრუქტურა - სკამები, ურნები, პანდუსები); გორგილაძის ქუჩის ადაპტირება, რაც ითვალისწინებს აღნიშნული ქუჩის მონაკვეთებში მხედველობადაქვეითებულთათვის განკუთვნილი ბილიკის მოწყობასა და ქუჩის მთელ პერიმეტრზე, გადასასვლელებზე ტროტუარის ბორდიურის სიმაღლის დაწევას ნულოვან ნიშნულამდე ეტლით მოსარგებლეთათვის; რესტორან "ოქროს თევზთან" არსებულ სანაპიროზე ჩასასვლელ ლითონის კიბესთან ერთად, ჩასასვლელი ლითონის კონსტრუქციის პანდუსის მოწყობა; ცენტრალური პარკის გარე განათების სრული რეაბილიტაცია.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების თაობაზე დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ დადგენილების პროექტზე.
კომისიის წევრებმა სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს მორიგ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.
სხდომას საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარე გოჩა მგელაძე უძღვებოდა.